თბილისის “დინამოს” ყოფილ ლიდერს 5 ტყვია ესროლეს

29-07-2020, 20:46

დღეს, თბილისის "დინამოს" ყოფილ პრეზიდენტ ლერი სულაბერიძეს წყნეთში 5 ტყვია ესროლეს, თუმცა მას დაზიანება არ მიუღია.

ცნობილია რომ, სულაბერიძე კლუბის დაბრუნებას ჯერ რომან ფიფიასგან მოითხოვდა, შემდგომში კი "დინამოს" ყოფილი მფლობელი კომპანია "ბერმუხა 92" პრეტენზიას აცხადებდა სწორედ ლერი სულაბერიძის წინააღმდეგ. 

"ბერმუხა 92" სულაბერიძეს ბრალს დებდა "დინამოს" მიტაცებაში და ადვოკატ ირმა ჭკადუას კომპანიის მფლობელად რეგისტრირებაში.

სულაბერიძე მერაბ ჟორდანიას დროს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო და აქტიური ურთიერთობა ჰქონდა გიორგი რურუასთან, რომელიც დღეს იარაღის უკანონო ტარების გამო არის დაკავებული. ოპოზიცია რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყენია გერმანიაში არ დარჩება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით