ზლატანი და კიდევ 2 - "მილანი" ახალ კონტრაქტებს ამზადებს

29-07-2020, 23:58

იტალიის სერია ა-ს სეზონის დასრულების შემდეგ "მილანი" ფეხბურთელებთან ახალი კონტრაქტების გაფორმებას გეგმავს.

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, "როსონერის" მთავარი მიზანი ჯანლუიჯი დონარუმასთან და ჰაკან ჩალხანოღლუსთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება იქნება.

გარდა ამისა, მილანელებს სურთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩიც შეინარჩუნონ, რომლის კონტრაქტის ვადაც მიმდინარე სეზონის შემდეგ იწურება.

შეგახსენებთ, რომ შვედმა ფორვარდმა დღეს 50-ე გოლი გაიტანა "მილანის" მაისურით და გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ორივე მილანურ კლუბში შეძლო 50 ან მეტი გოლის გატანა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქეცბაიამ "ანართოსის" დაცვის გაძლერებას კიდევ ერთი ქართველით აპირებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით