პიოლი: "მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრი შეგვეძლო"

30-07-2020, 11:39

"სამპდორიასთან" სერია ა-ს 37-ე ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (1:4) "მილანის" თავკაცი სტეფანო პიოლი იტალიურ მედიას გაესაუბრა.

"მნიშვნელოვანი იყო, რომ მოგვეგო. მხოლოდ ამაზე ფიქრი შეგვეძლო. ჩვენ ვართ გუნდი და თავდაჯერებულები ვართ ჩვენს შედეგში".

"ზლატანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გუნდის ზრდაში და მისი მდგომარეობა, უფრო და უფრო, უმჯობესდება. ის მეუბნება, რომ თავს კარგად გრძნობს, ბედნიერია და ამ ყველაფერს ყოველდღიური შრომის ხარჯზე აკეთებს".

"შემდეგ შეხვედრაში ლეაოს მინდა მივცე შანსი, რომელსაც აქამდე საკმაო დრო არ ეძლეოდა. კლუბი ყურადღებას უწყვეტობაზე ამახვილებს და მჯერა, რომ გაუმჯობესება სახეზე იქნება. ასევე, ვფიქრობ განსაკუთრებული ჩარევა არ არის საჭირო, მაგრამ არის, ამავდროულად, სიტუაციებიც, სადაც ჩარევა და მოგვარებაა აუცილებელი".

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქეცბაიამ "ანართოსის" დაცვის გაძლერებას კიდევ ერთი ქართველით აპირებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით