"ოქროს ბუცისთვის" მებრძლოთა პოზიციები შეიცვალა

30-07-2020, 20:43

მას შემდეგ რაც, იტალიის სერია ა-ს 37-ე ტურში რომის "ლაციომ" "ბრეშა" ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ორიდან ერთი გოლი ჩირო იმობილემ გაიტანა "ოქროს ბუცისთვის" მებრძოლთა სიაში პოზიციები შეიცვალა.

ახლა, იმობილეს ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატში 35 გოლია. ამის წყალობით, 30 წლის თავდამსხმელმა "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში "ბაიერნის" ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის გაუსწრო და ახალი ლიდერი გახდა.

როგორც სტატისტიკურმა პორტალმა Opta-მ იტყობინება, იმობილე პირველი იტალიელია ისტორიაში, ვინც ერთ სეზონზე სერია ა-ში მინიმუმ 35 გოლი გაიტანა. მანამდე ეს შეძლო ორმა უცხოელმა ფეხბურთელმა - შვედმა გუნარ ნორდალმა 1949-1950 წლების სეზონზე (35 გოლი, "მილანი") და არგენტინელმა გონსალო იგუაინმა 2015-2016 წლებში (36 გოლი, "ნაპოლი").

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით