"ინტერი" ნდომბელეს უახლოვდება !

31-07-2020, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მილანის "ინტერის" სატრანსფერო რადარზე კიდევ ერთი მოთამაშე გამოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობის გუნდი ახლა უკვე ლონდონის "ტოტენჰემის" ფრანგი ნახევარმცველის, ტანგაი ნდომბელეს გადაბირებით დაინტერესდა.

ცნობების მიხედვით, "ნერაძური" მზადაა 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 63 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენა ამასთან ერთად, კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით