ძალიან მაგარი ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა

31-07-2020, 21:35

თურქეთიდან ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. ადგილობრივი გუნდი "ქარაგუმრუკი" თურქეთის სუპერ ლიგაში აღზევდა და მომავალი სეზონიდან საუკეთესოებს შორის ითამაშებს.

საქმე ისაა, რომ აღნიშნული გუნდის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი არჩილ არველაძეა.

"ლელოსთან" ინტერვიუში არჩილ არველაძემ ეს ინფორმაცია დაადასტურა. მისი თქმით, "ქარაგუმრუკი" თავისმა მეგობარმა სულეიმან ჰურმამ შეიძინა და ვიცე-პრეზიდენტის პოსტიც მან შესთავაზა.

არჩილის თქმით, გუნდის მიზანი მომავალ სეზონში სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყენია გერმანიაში არ დარჩება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით