გუცაევი: "მესი და რონალდო რუსეთში რომ თამაშობდნენ, 20-ზე მეტს ვერ გაიტანდნენ"

31-07-2020, 22:42

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, თბილისის "დინამოს" ყიფილმა ვარსკვლავმა ვლადიმერ გუცაევმა განაცხადა, რომ რუსეთის ჩემპიონატში ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ 20 გოლზე მეტის გატანას ვერ მოახერხებდნენ.

აღნიშნული განცხადება გუცაევა "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტში" გააკეთა.

"არსად არ არის გოლის გატანა ისეთი რთული, როგორიც ეს რუსეთის პირველობაზეა. დარწმუნებული ვარ, რომ მესი და რონალდუ იქ 20 გოლზე მეტს ვერ გაიტანდნენ", - განაცხადა გუცაევმა.

შეგახსენებთ, რომ გუცაევი 1981 წლის ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყენია გერმანიაში არ დარჩება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით