გიორგი ჩაკვეტაძე მომავალ კვირაში შეძლებს დაბრუნებას

31-07-2020, 22:51

ბელგიური "გენტის" მთავარმა მწვრთნელმა იეს თორუპმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძეს ტრავმა აქვს, მას მუხლშ წყალი ჩაუდგა.

"მას მუხლზე პრობლემა ჰქონდა, თუმცა რენტგენის გადაღებამ პოზიტიური შედეგი აჩვენა. ველი, რომ ქართველი შემდეგ კვირაში დაგვიბრუნდება".

"ჯერ არვიცი, ითამაშებს თუ არა 7 აგვისტოს ბელგიის ჩემპიონატის პირველ ტურში, თუმცა უნდა შევინარჩუნოთ ის ტემპი, რომელსაც ახლა ვადგავართ". - განაცხადა თოპურმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყენია გერმანიაში არ დარჩება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით