"შუქი არა გაქ, გაზი არა გაქ, წყალი არა გაქ, რა გინდა, სად მიდიხარ". - არველაძის განცხადება

31-07-2020, 23:03

"აჭარასპორტის" გადაცემაში ზურაბ ხიზანიშვილს სტუმრად საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი აჩი არველაძე ჰყავდა.

გამორჩეულმა ქართველმა ფეხბურთელებმა კორონავირუსისა და კარანტინის კონტექსტში ძველი დრო გაიხსენეს, როცა მათი აქტიური სპორტსმენობის დროს დასვენების დღეები ფეხბურთელებს შეზღუდულად ეძლეოდათ.

"ჯერ იქით იყვნენ გაქცევაზე, ახლა აქეთ არიან გამოქცევაზე. მაინც რა გემრიელა აქეთ, შენი ქვეყანა. როცა უცხოეთში ვთამაშობდი, იმ ყველაზე ცუდ წლებში, 3 დღე და 5 დღეც რომ გვქონოდა, გამოვრბოდით აქეთ".

"ყველა მეკითხებოდა - შუქი არ გაქვს, გაზი არ გაქვს, წყალი არ გაქვს, რა გინდა, საით მიდიხარ?!" - აცხადებს აჩი არველაძე.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყენია გერმანიაში არ დარჩება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით