ბელარუსთან მატჩს გულშემატკივარი დაესწრება

31-07-2020, 19:17

31 ივლისიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება, ქართველი გულშემატკივრები სტადიონებზე შესვლას შეძლებენ და ეროვნული ლიგის მერვე ტური უკვე მაყურებლების თანდასწრებით გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი განმარტავს, რომ სტადიონებზე ადგილების გათვალისწინებით მაყურებლების 30 პროცენტის შეშვება იქნება შესაძლებელი. აგრეთვე, სტადიონების ტევადობის მიხედვით, დაუშვებენ ფანების 30, 50 და 100-კაციან ჯგუფებს.

სფფ-ს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ დიდი ალბათობით, საქართველო-ბელარუსის უმნიშვნელოვანესი მატჩი გულშერმატკივრების თანდასწრებით ჩაივლის.

"ბელარუსთან მატჩი 8 ოქტომბერს არის დაგეგმილი, მანამდე კი არის ევროთასები და ახალგაზრდული ნაკრების თამაში საფრანგეთთან, არ არის გამორიცხული, რომ ამ მატჩებზევე უეფა-მ მაყურებლების დასწრების უფლება მოგვცეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მანამდე მდგომარეობა გამოსწორდება და საქართველო-ბელარუსი მაყურებლების თანდასწრებით ჩატარდება", - აცხადებს დავით მუჯირი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყენია გერმანიაში არ დარჩება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით