"ლაციო" ლიდერების დათმობას არ აპირებს

31-07-2020, 20:14

იტალიურ მედიაში გავრცელდა ხმები, რომლის მიედვითაც რომის "ლაციო" მზადაა მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი და ერთ-ერთი ლიდერი, ჩირო იმობილე ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ.

იტყობინებიან, რომ მხარეები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ და ახალ კონტრაქტებზე მოლაპარაკებები დაიწყო.

რომაული კლუბის ხელმძღვანელობა ახალო კონტრაქტის სანაცვლოდ იმობილეს 2 მილიონით გაზრდილ ხელფასს (6 მილიონს) სთავაზობს - ფეხბურთელს ხელშეკრულება 2023 წელს ეწურება.

სიმონე იძაგის კი ორი მოთხოვნა აქვს - ხელფასის სახით 2,5 მილიონი და სატრანსფერო ბიუჯეტის გაზრდა. მას მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყენია გერმანიაში არ დარჩება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით