პეპ გვარდიოლა მორიგ ტრანსფერს გეგმავს

1-08-2020, 14:34

"მანჩესტერ სიტიმ" "ბარსელონას" უკვე შეატყობინა, რომ "ქალაქელები" სერხი რობერტოთი აქტიურად ინტერესდებიან, - იტყობინება Sport.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ესპანელმა "ბლაუგრანაში" თავისი სადებიუტო მატჩი სწორედ "ეტიჰადის" ბინადართა ამჟამინდელი თავკაცის, პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ჩაატარა.

მიუხედავად ამისა, რობერტოს "კამპ ნოუდან" აბარგების არავითარი სურვილი არ აქვს.

ესპანური გამოცემის ცნობით, მანჩესტერელებს უფრო დიდი შანსი ნელსონ სემედუს საგაში აქვთ.

შეგახსენებთ, რომ სერხიმ მიმდინარე სეზონში ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური 37-ჯერ მოირგო, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 2 ასისტი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყენია გერმანიაში არ დარჩება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით