"იუვენტუსმა" "ნაპოლის" წინადადებით მიმართა

1-08-2020, 16:13

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, "იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ "ნაპოლის" ფედერიკო ბერნარდესკის არკადიუშ მილიკში გაცვლა შესთავაზა.

წყაროს ცნობით, ტურინელები მზად არიან, რომ ნეაპოლელებს დამატებით თანხაც გადაუხადონ.

აღნიშნავენ, რომ მილიკი ნეაპოლში დარჩენას არ აპირებს, მისი კონტრაქტი კი 2021 წელს იწურება და "იუვენტუსის" ეს წინადადება "ნაპოლის" ხელს უნდა აძლევდეს.

2019-2020 წლების სეზონში არკადიუშ მილიკმა იტალიის ჩემპიონატში 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 ბურთი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

გუცაევი: "ნაკრები აუცილებლად მან უნდა გაწრთვნას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით