"ინტერი" "ბრეშას" მოელაპარაკა

1-08-2020, 17:39

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ბრეშას" ნახევარმცველი სანდრო ტონალი "ინტერის" ფეხბურთელი გახდება.

მილანურმა კლუბმა მოილაპარაკა 20 წლის ფეხბურთელის იჯარაზე, მისი 2021 წელს აუცილებელი გამოსყიდვის პირობით. ტრანსფერის თანხა 35 მილიონი ევრო იქნება.

იტალიელი ფეხბურთელი "ინტერში" სეზონის განმავლობაში 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მისი შეთანხმება მილანელებთან 2024 წლის ივნისამდე იქნება ძალაში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყენია გერმანიაში არ დარჩება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით