"დინამო ბათუმის" მატჩზე დასასწრები ბილეთების ღირებულება ცნობილია

1-08-2020, 20:19

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურში "დინამო ბათუმი" სამტრედიას "ანგისის" ბაზაზე უმასპინძლებს.


მატჩის წინ ცნობილი გახდა, რომ არსებული რეგულაციების გათვალისწინებით სამტრედიასთან მატჩისთვის 300 ბილეთი გაიყიდება. ბილეთის ფასი 3 ლარია. ბილეთების შეძენა შესაძელებელი იქნება კვირას, დილის 11:00 საათიდან, ანგისას ბაზაზე.

აღნიშნული ინფორმაციის გარდა, დინამო ბათუმი გულშემატკივარს მიმართავს და წესების დაცვისკენ მოუწოდებს:

  1. გულშემატკივარი უნდა განთავსდეს ორი სკამის გამოტოვებით;
  2. დაიცავით რეკომენდაციით გათვალისწინებული დისტანცია, სტადიონზე შესვლისას აუცილებელია თერმოსკრინინგის გავლა;
  3. სტადიონზე შესვლისას სავალდებულოა ხელების დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით;
  4. არსებული რეგულაციების მიხედვით აკრძალულია თამბაქოს მოხმარება;
  5. არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე აუცილებელია დავემორჩილოთ მატჩზე მივლენილი სტიუარდების მითითებებს;
  6. დარღვევების შემთხვევაში მიღებული იქნება შესაბამისი ზომები.
  7. დინამო ბათუმისა და სამტრედიის შეხვედრა ხვალ, 2 აგვისტოს, 21:00 საათზე გაიმართება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მატჩამდე ბიჭებს ვუთხარი თვითმფრინავი ცარიელი გაფრინდება მეთქი"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით