ოფიციალურად: მესისა და რონალდოს ეპოქაში "ოქროს ბუცს" სხვა მფლობელი ჰყავს

1-08-2020, 17:00

ოფიციალური ინფორმაციით, რომის "ლაციოს" იტალიელი თავდამსხმელი ოქროს ბუცის მფლობელი გახდა.

დღეს, 1 აგვისტოს, იტალიაში სერია ა-ს ბოლო ტური ჩატარდება, რომელშიც "ლაციო" "ნაპოლის" დაუპირისპირდება, "იუვენტუსი" კი "რომას".

როგორც იცით, ჩემპიონატის ორ საუკეთესო ბომბარდირს, ჩირო იმობილესა და კრიშტიანუ რონალდუს შორის სხვაობა ოთხი გოლი იყო, რაც ბოლო ტურის წინ მცირე, მაგრამ ოქროს ბუცისათვის ბრძოლის ილუზიას მაინც ქმნიდა.

რადგან, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "რომასთან" მატჩის განაცხადს მიღმა დარჩა ჯილდოსთვის ბრძოლას ავტომატურად გამოეთიშა და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი ოფიციალურად გახდა და ოქროს ბუციც დაისაკუთრა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყენია გერმანიაში არ დარჩება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით