ოფიციალურად: "ნაპოლიმ" 60 მილიონად მეგა ტრანსფერი შეასრულა

1-08-2020, 23:26

"ნაპოლის" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, "ლილის" აწ უკვე ყოფილი ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი კარიერას სწორედ იტალიურ გუნდში გააგრძელებს.

21 წლის ნიგერიელმა შემტევმა "ნაპოლისთან" 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი გამოსასყიდი თანხაც ძალიან სოლიდური იქნება.

გავრცელებული ცნობით, "ნაპოლიმ" "ლილის" ტრანსფერისთვის 50 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო 10 მილიონს ფრანგული გუნდი უახლოეს მომავალში მიიღებს.

გასულ სეზონში ოსიმენიმ 18 გოლის  გატანა მოახერხა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

საქართველოს თასის ფინალი გადაიდო

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით