სტეფანო პიოლი: "რწმენა გვაქვს, თუმცა ხარისხიც გვჭირდება"

2-08-2020, 10:50

სტეფანო პიოლიმ "კალიართან" ცოტა ხნის წინ მოგებული შეხვედრის შემდეგ, "Milan TV"-ს ინტერვიუ მისცა:

"ბიჭები გამორჩეულნი იყვნენ. ჩვენ რწმენა გვაქვს, მაგრამ, ასევე, გვჭირდება ხარისხი. ეს ნიშნავს იმას, რომ გვაქვს ეს ფასეულობები. სეზონი კმაყოფილებმა დავხურეთ. წინასიტყვაობა არ იყო საჭირო, მაგრამ მათ, რომ დამაჯერებლად შევხვდებოდით, ვიცოდით".

"არ უთხრათ იბრას, რომ ის სერია ა-ში 10 გოლისთვის დაბერდა. ის ჩემპიონია ყველაფერში, რასაც აკეთებს. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, ამავდროულად, ჩვენშიც. ჩვენი გაუმჯობესებები კი წარმატებულად დასრულდა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, კოლექტიურად. ბიჭებს, ახლა, დამსახურებული დასვენება ექნებათ, მაგრამ, ასევე, მოუწევთ ვარჯიშების განახლება სახლში, როგორც ეს ხდებოდა კარანტინის დროს".

"ჩვენ ბევრი რამის გაუმჯობესება შეგვიძლია. უფრო უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს. ეს გუნდი, აუცილებლად, უნდა პროგრესირდეს. მომავალი წლის მიზანი არის ზრდა და ისევ გაუმჯობესება".

შეგახსენებთ, რომ "მილანმა" პანდემიის შემდეგ სერია ა-ში თამაში არ წააგო, ხოლო ყველაზე მეტი, 35 გოლი გაიტანა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქეცბაიამ "ანართოსის" დაცვის გაძლერებას კიდევ ერთი ქართველით აპირებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით