"ევერტონი" ესპანეთიდან ტრანსფერს ჩარხავს

2-08-2020, 15:55

Sky Sport-მა აქამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ "რეალს" სერხიო რეგილონის შესახებ შეთავაზება "ევერტონისგან" მოუვიდა.

ნისლიანი ალბიონის ბინადრები 18 მილიონ ევროს იხდიან ესპანელი მცველის სანაცვლოდ, თუმცა, როგორც ჩანს, მათ "რეალის" კიდევ ერთი მოთამაშე სურთ.

El Transistor-ის ცნობით, ალექს ივობის არც თუ ისე კარგი სეზონის შემდეგ, ლივერპულელები ლუკას ვასკესის ტრანსფერზე ფიქრობენ.

29 წლის მოთამაშის ხელშეკრულება 2021 წელს იწურება, შესაბამისად "რეალი" მას გაასხვისებს, თუ ახალი კონტრაქტის გაფორმება ვერ მოხერხდა.

აქედან გამომდინარე, "ევერტონი" ლა ლიგის მოქმედ ჩემპიონთან ერთდროულად ორ ტრანსფერზე მუშაობს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

გუცაევი: "ნაკრები აუცილებლად მან უნდა გაწრთვნას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით