ერიც გარსია, სავარაუდოდ, "მანჩესტერ სიტის" დატოვებს

2-08-2020, 16:45

"მანჩესტერ სიტის" ესპანელი მცველის, ერიკ გარსიას "ბარსელონაში" ტრანსფერი მხოლოდ დროის საკითხია, - იტყობინება Sport.

წყაროს თანახმად, ახალგაზრდა უკანახაზელმა უკვე გადაწყვიტა, რომ "ბლაუგრანაში" დაბრუნება სურს და ახლა მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს.

იმ შემთხვევაში, თუ "ქალაქელები" და "ლურჯ-ბროწეულისფერები" ვერ შეთანხმდნენ, ერიკი კიდევ ერთ წელს მოიცდის და უკვე თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდება კატალონიაში.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი "ლა მასიას" აღზრდილია და მან "ბარსას" სარეზერვო გუნდი 2018 წელს დატოვა.

მიმდინარე სეზონში გარსიამ ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქეცბაიამ "ანართოსის" დაცვის გაძლერებას კიდევ ერთი ქართველით აპირებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით