"მამა, არ მინდა ეს" - რას ამბობს ქართული ფეხბურთის იმედი რუსულ გუნდზე და მომავალზე

2-08-2020, 23:36

რუსეთის პრემიერლიგის განახლების შემდეგ ძალზე შესამჩნევი გახდა "რუბინის" ქართველი ლეგიონერის, ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესი, რომელიც სეზონის საუკეთესო ახალგაზრდადაც დაასახელეს.

19 წლის ფეხბურთელის მამის განცხადებით, ხვიჩა ჯერ-ჯერობით სხვაგან წასვლაზე არ ფიქრობს და მას "რუბინში" უნდა დარჩენა.

"სლუცკი ძალიან კარგი მწვრთნელია, რომელმაც ხვიჩას თავისუფლება მისცა. ჩემს შვილს სურს, რომ მასთან ერთად იმუშაოს."

"სულ ცოტა ხნის წინ მან მითხრა, რომ "რუბინში" უნდა დარჩენა. მისი მიზანი პროგრესი და გამოცდილების მიღებაა." - აცხადებს ხვიჩას მამა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვარაცხელია: "მთავარია გავიმარჯვეთ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით