ბასილაშვილის ადვოკატი: "მორალურ ტერორში მყოფმა ნიკამ მარცხები განიცადა"

2-08-2020, 23:44

საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ქალბატონმა ირმა ჭკადუამ თავისი კლიენტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

გერმანიაში ჩატარებულ 2 საჩვენებელ შეხვედრაში ნიკოლოზმა მარცხი განიცადა და მისი თამაშის ხარისხიც კრიტიკას ვერ უძლებდა.

"შეუძლებელია უკვალოდ ჩაევლო იმ ფსიქოლოგიურ და მორალურ ტერორს, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ ბოლო პერიოდში აქტიურად განვითარდა. საქართველოს არ ჰყავს ბევრი "ბასილაშვილი" და მსურს, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი უდიდესი პატივისცემა მის მიმართ".

"ვიმედოვნებ, იგი მალე აღიდგენს ფორმას და წარმატებით გააგრძელებს ასპარეზობას. მისი იურისტები პირობას ვდებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ნიკოლოზის ინტერესების დასაცავად". - აცხადებს ჭკადუა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მატჩამდე ბიჭებს ვუთხარი თვითმფრინავი ცარიელი გაფრინდება მეთქი"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით