"ინტერში" კონფლიქტია - კონტე პოსტს ტოვებს

3-08-2020, 18:17

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ინტერის" მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტესა და ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა დაიძაბა.

სერია ა-ს უკანასკნელი ტურის შეხვედრაში "ნერაძურიმ" გასვლაზე ბერგამოს "ატალანტა" დაამარცხა და ვერცხლის მედლებს დაუეფლა. მატჩის შემდეგ კონტემ თქვა, რომ "ინტერის" ხელმძღვანელობა მას და მილანური გუნდის ფეხბურთელებს არ იცავს.

ასევე, იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ კლუბში შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელებს, რითაც მისი შესაძლო წასვლის შესახებ მიანიშნა.

იმ შემთხვევაში თუ კონტე დაკავებულ თანამდებობას დატოვებს, "ინტერის" ხელმძღვანელობა მასიმილიანო ალეგრისთან დაიწყებს მოლაპარაკებებს, რომელიც 2019 წლიდან უმუშევარია.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით