სანჩესი "იუნაიტედში" ბრუნდება ?!

4-08-2020, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩილელი თავდამსხმელის, ალექსის სანჩესის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანის "ინტერის" რიგებში იჯარის წესით მყოფი მოთამაშე მომდევნო სეზონში, კვლავ ინგლისში დაბრუნდება და ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობის გუნდის მაისურით იასპარეზებს.

ცნობების მიხედვით, სანჩესი ახალი ხელშეკრულების პირობებით, კვირაში 320 000 გირვანქას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული შემტევის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, ლონდონის "ჩელსია" დაინტერესებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით