• 17-06-2023
    კომპანისთვის მიქაუტაძის ტრანსფერი პრიორიტეტულია
    კომპანისთვის მიქაუტაძის ტრანსფერი პრიორიტეტულია

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში საოცრად იასპარეზა და არაერთი ტოპ გუნდის ყურადღება მიიქცია. 

    Footmercado-მ ქართველ თავდამსხმელს საინტერესო სტატია მიუძღვნა:

    “გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში ბრწყინვალე შედეგი დააფიქსირა, რაც ცხადია შეუმჩნეველი არ ყოფილა. მისი შეძენით მილანიც დაინტერესდა, თუმცა პაოლო მალდინის დათხოვნის შემდეგ ტრანსფერი ბუნდოვანი გახდა.

    სამაგიეროდ, საქმეშია პრემიერ ლიგაში აღზევებული ბარნლი, რომლის თავკაცი ვენსან კომპანი პირადად ინტერესდება მიქაუტაძის დამატებით, რომელსაც რამდენჯერმე ესაუბრა თავისი პროექტის შესახებ. კომპანისთვის ეს ტრანსფერი ერთ-ერთი პრიორიტეტულია, ბრიტანული კლუბს კი სჯერა, რომ ამ ტრანსფერს გაჩარხავს". - წერია სტატიაში.

    ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში ჩატარებულ 39 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. 

    Facebook კომენტარები