ოფიციალურად: სანჩესმა "ინტერთან" სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

6-08-2020, 19:22

მანჩესტერ "იუნაიტედის" აწ უკვე ყოფილი გარემარბი, ალექსის სანჩესი კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ჩილელმა ფეხბურთელმა კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მოგეხსენებათ, სანჩესს "მანჩესტერთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებდა, თუმცა, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტეს.

შეგახსენებთ, რომ სანჩესი "ინტერის" რიგებში უკვე ერთი წელია ირიცხება და მან გასული სეზონი გუნდში იჯარის წესით გაატარა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით