ინსინიე მზადაა "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშოს

8-08-2020, 15:18

"ნაპოლის" ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ ლორენცო ინსინიემ პარასკევს დანარჩენ გუნდთან ერთად ივარჯიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ კაპიტანი "ბარსელონასთან" მატჩისთვის მზად იქნება.

ამასთანავე, ის მოხვდა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში და გუნდთან ერთად კატალონიაში გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს ბოლო ტურში იტალიელმა შემტევმა ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. იყო ვარაუდი, რომ ის წლევანდელ სეზონში ვეღარ ითამაშებდა, თუმცა სიტუაცია გამოსწორდა.

29 წლის მოთამაშის დაბრუნება "ბარსელონასთვის" კარგი ამბავი არ არის, რადგან ლორენცოს შეუძლია თამაშის გამწვავება და მომენტების შექმნა. ამაზე იმისიც მიუთითებს, რომ წლევანდელ სეზონში მის ანგარიშზე 12 გოლი და 7 საგოლე პასია.

შეგახსენებთ, რომ "ბარსა" იტალიურ კლუბს ხვალ დაუპირისპირდება და გადაწყდება, თუ რომელი მათგანი გავა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

კალაძე 12 ნოემბრის ღამეს დაჯარიმებულ გულშემატკივარს ჯარიმას გადაუხდის

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით