კონტემ "ლევერკუზენთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა

10-08-2020, 20:26

"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან "ლევერკუზენთან" და ზოგადად, ევროპალიგაზე საკუთარი გუნდის შანსებზე ისაუბრა.

"კარგ გუნდს ვეთამაშებით, რომელსაც რამდენიმე სწრაფი ფეხბურთელი ჰყავს. დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ მეტოქის კონტრშეტევების დროს".

"ინტერმა" ის ფეხბურთი უნდა ანახოს, რომელიც ყველაზე კარგად გამოსდის - მოწინააღმდეგეს ბურთის ფლობაში უნდა ვაჯობოთ და საგოლე მომენტებიც მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ყოველდღიურად ბევრს ვმუშაობთ, რომ არამარტო გერმანელებთან შეხვედრაში, არამედ ევროპალიგაზე გამარჯვება მოვიპოვოთ".

"ინტერის" და "ლევერკუზენის" შეხვედრა დღეს, 10 აგვისტოს დიუსელდორფში 23:00 საათზე დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით