კონტე: "ყველაფრით კმაყოფილი ვარ"

18-08-2020, 02:49

მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი, იტალიელი სპეციალისტი, ანტონიო კონტე ევროპის ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე დონეცკის "შახტარის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"ყველაფრით კმაყოფილი ვარ, თითოეულმა მოთამაშემ მოედანზე საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინა და ეს შედეგზეც აისახა, ფინალშიც ასე უნდა ვითამაშოთ."

"სევილია" საკმაოდ რთული მეტოქეა, ამიტომაც მოდუნების უფლება არ გვაქვს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "ნერაძურის" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 5:0.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით