რომელუ ლუკაკუს მადრიდში ელიან

19-08-2020, 14:10

ფრანგული გამოცემა le0Sport ძალიან მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს, მათი თქმით 2020/21 წლების სეზონის ქარიმ ბენზემასთვის ბოლო იქნება "რეალის" მაისურით.

წყარო Daily Express-ზე დაყრდნობით ამატებს იმასაც, რომ "ლოს ბლანკოსმა" ფრანგი ფორვარდის შემცვლელი უკვე შეარჩია.

მათი თქმით, "რეალი" მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ "ინტერის" ბელგიელი ფორვარდის, რომელუ ლუკაკუს გადაბირებას შეეცდება.

"ჩელსის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფორვარდი ბრწყინვალე ფორმაშია, ევროპა ლიგაზე მან ზედიზედ 10 მატჩში გაიტანა გოლი და გუნდი ფინალშიც გაიყვანა. წელს ჩატარებულ 50 მატჩში რომელუმ 33 გოლი გაიტანა.

მისი გადაბირება სავარაუდოდ ძალიან რთული იქნება, თუმცა ფლორენტინო პერესი ამას შეეცდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით