ნავასის ემოციური სიტყვები: "ტიტულს რეიესსა და პუერტას ვუძღვნი"

22-08-2020, 18:03

ევროპის ლიგის ფინალში ანდალუსიური "სევილია" მილანის "ინტერს" დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.

ტიტულის მოპოვების შემდეგ "დალაქების" მარჯვენა მცველმა, ხესუს ნავასმა ემოციური განცხადება გააკეთა.

"ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის, რადგან კაპიტნის სამკლაურით "სევილიას" რიგებში ტიტულის აღმართვა მოვახერხე."

"ამ გამარჯვებას ვუძღვნი ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად აღარ არის. ხოსე რეიესს, ანტონიო პუერტას და ჩემს ბაბუას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა." - აცხადებს ნავასი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

კალაძე 12 ნოემბრის ღამეს დაჯარიმებულ გულშემატკივარს ჯარიმას გადაუხდის

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით