მესისთვის ბრძოლაში 3 კლუბია ჩართული

22-08-2020, 20:04

დასახელდა კლუბები, რომლებსაც "ბარსელონას“ არგენტინელი თავდამსხმელის. ლიონელ მესის შეძენა სურთ. ამის შესახებ Sun-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე დიდი შანსები 3 ევროპულ გრანდს აქვს. ესენია: "პსჟ", "იუვენტუსი" და "ინტერი".

არაოფიციალური ცნობით, მესის სატრანსფერო ფასი კატალონიური კლუბის კონტრაქტის მიხედვით, 700,000,000 ევროა.

არგენტინელ ფეხბურთელს კონტრაქტი 2021 წელს ეწურება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით