ელ-ჰადიდმა ევროპა ლიგაზე გამარჯვების აღსანიშნავად თავზე ტატუ გაიკეთა (ფოტო)

23-08-2020, 16:32

"სევილიას" ფეხბურთელმა მუნირ ელ-ჰადიდმა ევროპა ლიგაზე გამარჯვების აღსანიშნავად თავზე ტატუ გაიკეთა.

მუნირმა ამის შესახებ "ინსტაგრამ-სთორი" გაავრცელა.

ტატუზე ასახულია ციფრი 6, რომელიც "სევილიას" მიერ მოგებულ მეექვსე ევროპა ლიგის თასს ასახავს. ასევე სურათზე ჩანს რიცხვი 11, სწორედ ამ ნომრით თამაშობს "სევილიაში" მუნირი.

ევროპა ლიგის ფინალში "სევილიამ" "ინტერი" ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

გამარჯვებულების რიგებში ლიუკ დე იონგმა დუბლი გააფორმა, ხოლო გადამწყვეტი გოლი კი დიეგო კარლოსმა 74-ე წუთზე გაიტანა. "ინტერის" შემადგენლობაში გოლები რომელუ ლუკაკუმ და დიეგო გოდინმა გაიტანეს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით