მორატი: "ინტერი მესის შეძენას ცდილობს"

24-08-2020, 15:04

მილანის "ინტერის" ყოფილმა პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ ლეო მესის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"გასულ წლებში მილანელები უკვე ცდილობდნენ ლეოს დამატებას, თუმცა არ გამოუვიდათ. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. მჯერა, რომ "ნერაძური" ისევ ეცდება არგენტინელის გადაბირებას."

"ეკონომიკურად ამ ტრანსფერის განხორციელება მარტივი არ იქნება. თუმცა, სამომავლოდ ეს უდიდეს მოგებას მოუტანს კლუბს."

"დარწმუნებული არ ვარ, რომ მესის "ბარსას" დატოვება უნდა. ეს საბოლოოდ უნდა დამტკიცდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება რეალური მისი ტრანსფერი." - აცხადებს მორატი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით