პიაცა “იუვეში“ აღარ მიდის?

21-07-2016, 00:24

ამ წუთებში მიმდინარეობს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთი მატჩი, სადაც ზაგრების "დინამო" "ვარდარს" მასპინძლობს. ხორვატული გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა მარკო პიაცა, რომლის შეძენით დაინტერესებულია ტურინის "იუვენტუსი". რამდენიმე დღის წინ ტრანსფერი თითქოს საბოლოოდ იყო გაჩარხული, თუმცა, როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა. ამ წყვილს შორის გამარჯვებული თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება შემდგომ ეტაპზე, რომელმაც "ალაშკერტის" ბარიერი მარტივად გაიარა და მომდევნო მოწინააღმდეგის მოლოდინშია. სავარაუდოდ, ქართული კლუბის მეტოქე სწორედ ხორვატები იქნებიან, ჩვენს წინააღმდეგ კი, დიდი ალბათობით, მარკო პიაცაც ითამაშებს, რომელიც ძალიან დიდი ძალაა "ზაგრებისთვის". შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით ანგარიში 2-2-ია და მასპინძელთაგან ორივე გოლის გატანა სწორედ მარკო პიაცამ მოახერხა პენალტის ნიშნულიდან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით