ლოჩოშვილი თბილისის "დინამოდან" ევროპა ლიგაზე გასულ გუნდში გადაბარგდა

24-08-2020, 19:57

ავსტრიული სპორტული გამოცემების ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" 22 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას "ვოლფსბერგერში" განაგრძობს, ის ვენაში უკვე ჩაფრინდა და კლუბთან კონტრაქტს უახლოეს მომავალში გააფორმებს.

ლუკა ლოჩოშვილმა დინამოში მიმდინარე ეროვნული ლიგის ათივე შეხვედრაში ითამაშა, კლუბის მაისურით ბოლო მატჩი კი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, "ტირანასთან" ჩაატარა.

"ვოლფსბერგმა" გასული ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. "ვოლფსბერგის" შემადგენლობაში კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი თამაშობს - ცოტა ხნის წინ ამ კლუბში გორის "დილას" 24 წლის მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე გადავიგა.

  • ecandy
  • 31 აგვისტო 2020 10:30
, კლუბის მაისურით ბოლო მატჩი კი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, "ტირანასთან" ჩაატარა. get cue 8 ball pool game.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

კალაძე 12 ნოემბრის ღამეს დაჯარიმებულ გულშემატკივარს ჯარიმას გადაუხდის

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით