კონტე: "მესის ტრანსფერს ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა"

26-08-2020, 11:35

მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი, იტალიელი სპეციალისტი, ანტონიო კონტე კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელ ვარსკვლავსა და კაპიტანზე, ლიონელ მესიზე საუბრობს:

"ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის საკუთარი გუნდის შემადგენლობაში ხილვას, ამიტომაც ვნახოთ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში რა მოხდება."

"თუმცა მესის გამოსასყიდი თანხის გადახდა წარმოუდგენელია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშემ "ბლაუგრანას" დატოვების გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით