მესის ყოფილმა აგენტმა მომავალი გუნდი დაასახელა

26-08-2020, 18:45

ბოლო დროს აქტიურად მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ კატალონიის "ბარსელონას" ლიდერი, ლეო მესი უახლოეს მომავალში გუნდს დატოვებს.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა არგენტინელი ლეგენდის აგენტმა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელი მილანის "ინტერში" გადაბარგდება.

"ჩემთვის რთული წარმოსადგენია მისი ხილვა ინგლისში, მიუხედავად იმისა, თუ როგორი მეგობრობა აკავშირებს პეპთან და აგუეროსთან."

"ის აუცილებლად "ინტერში" გადაბარგდება. იტალიაში გაცილებით ნაკლები გადასახადის გადახდა მოუწევს. ის რონალდუს გზას დაადგება." - აცხადებს აგენტი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით