ტონალისთვის ბრძოლაში "მილანიც" ჩაერთო

28-08-2020, 19:53

"ბრეშას" ამომავალი ვარსკვლავის, სანდრო ტონალისთვის ბრძოლაში "მილანიც" ჩაერთო.

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, "როსონერის" ხელმძღვანელობა სატრანსფერო ფანჯრის დროს სერიოზულ მუშაობას გეგმავს და ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ 20 წლის ტალანტი იქნება.

მოგეხსენებათ, ტონალის შეძენას თანაქალაქელი "ინტერიც" ცდილობს, თუმცა, კლუბებს შორის მოლაპარაკებები ძალიან გაიწელა. "მილანი" კი ამ სიტუაციით სარგებლობას აპირებს.

წყაროს ცნობით, "ბრეშა" ახალგაზრდა ნახევარმცველს 60 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით