"ბრეშას" პრეზიდენტის ახალი განცხადება სანდრო ტონალისთან დაკავშირებით

29-08-2020, 14:12

იტალიური „ბრეშას“ პრეზიდენტმა, მასიმო ჩელინომ დაადასტურა, რომ „მილანი“ სანდრო ტონალის შეძენას ძალიან აქტიურად ცდილობს.

ბოლო დღეებში აქტიურად იწერებოდა, რომ ტონალი კარიერას „ინტერში“ გააგრძელებდა, "ნერაძური" მის სანაცვლოდ დაახლოებით 25 მილიონ ევროს იხდიდა.

თუმცა, Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ბოლო 48 საათში, „მილანი“ 20 წლის იტალიელის შეძენის საკითხში ძალიან დაწინაურდა და შესაძლოა, ფეხბურთელი მართლაც „შავ-წითლებში“ გადაბარგდეს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით