"ინტერი" არტურო ვიდალს უმიზნებს

29-08-2020, 19:37

მილანის "ინტერი" "ბარსელონას" ჩილელ ნახევარმცველ არტურო ვიდალთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, - იტყობინება Gazzetta Delo Sport.

წყაროს თანახმად, მთავარ პრობლემას 33 წლის შუახაზელის ფინანსური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება წარმოადგენს.

"ნერაძურიში" ფიქრობენ, რომ "ბლაუგრანა" არტუროს კონტრაქტს გაუწყვეტს, ამიტომ მას უფასოდ ჩაიგდებენ ხელში.

Diario Sport კი წერს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ვიდალში 10-15 მილიონი ევროს მიღება სურთ.

ჩილელით დაინტერესებულია ტურინის "იუვენტუსიც".

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით