"ბარსელონამ" რაკიტიჩის ტრანსფერის დეტალები შეათანხმა

29-08-2020, 22:47

როგორც უკვე ცნობილია, "ბარსელონა" ცენტრალურ ნახევარმცველ ივან რაკიტიჩთან გამოთოვებას აპირებს.

Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, ხორვატი "სევილიაში" დაბრუნდება.

წყაროს ცნობით, კატალონელებმა და ევროპის ლიგის გამარჯვებულმა 32 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. მიუხედავად იმისა, რომ რაკიტიჩს "ბარსელონასთან" კონტრაქტით კიდევ ერთი წელი რჩება, ის "სევილიაში" უფასოდ გადავა.

ამის სანაცვლოდ, "ბლაუგრანა" მიიღებს სევილიელთა რამდენიმე მოთამაშის შეძენაზე ექსკლუზიურ უფლებას, თუ მომავალში კლუბი მათ გაყიდვა მოისურვებს. კერძოდ, კატალონელები ინტერესდებიან მცველებით - დიეგო კარლოსით და ჟიულ კუნდეთი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

საქართველოს თასის ფინალი გადაიდო

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით