UEFA-ს სუპერთასის შეხვედრა ჩაშლის პირასაა

1-09-2020, 14:06

მიმდინარე წლის 24 სექტემბერს UEFA-ს სუპერთასის შეხვედრა უნდა გაიმართოს, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" ანდალუსიურ "სევილიას" დაუპირისპირდება. თუმცა, ევროპული გამოცემების ინფორმაციით, შეხვედრა ჩაშლის პირასაა.

ამ დროის მონაცემებით უნგრეთშიი კორონავირუსის ახალ ტალღას ელოდებიან და შესაბამისად, საზღვრების ჩაკეტვას გეგმავენ.

წყაროს ცნობით, UEFA მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყნის ხელისუფლებასთან, რათა ფეხბურთელებს, სტაფის წევრებს, ფანებს და სხვა პირებს ბუდაპეშტში შესვლის უფლება მისცენ.

სავარაუდოდ, საკითხი მიმდინარე კვირაში განიხილება და საბოლოო პასუხიც სწორედ მას შემდგომ გაირკვევა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

კალაძე 12 ნოემბრის ღამეს დაჯარიმებულ გულშემატკივარს ჯარიმას გადაუხდის

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით