ოფიციალურად: ჰავერცი "ჩელსის" ფეხბურთელია

4-09-2020, 15:54

ლევერკუზენის "ბაიერის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, კაი ჰავერცი ლონდონის "ჩელსის" შეუერთდა.

გერმანული კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ახალგაზრდა ნახევარმცველი ამჟამად ლონდონში იმყოფება სამედიცინო შემოწმების გასავლელად.

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, "ბაიერი" ტრანსფერის სანაცვლოდ დაახლოებით 90 მილიონ ფუნტს მიიღებს ბონუსების გათვალისწინებით.

"ჩელსი" ხსენებულ ტრანსფერს მას შემდეგ დაადასტურებს, რაც ჰავერცი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩის შედეგი გაუქმდება?!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით