სანჩესი: "მანჩესტერის დატოვება პირველივე ვარჯიშის შემდეგ მინდოდა"

4-09-2020, 15:57

მილანის "ინტერის" გარემარბმა, ალექსის სანჩესმა მანჩესტერ "იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"მანჩესტერში ჩატარებული პირველი ვარჯიშის შემდეგ ბევრი რამ გავაანალიზე. სახლში მისვლისთანავე ოჯახის წევრებსა და აგენტს ვკითხე, თუ შემეძლო კონტრაქტის დახევა და უკან დაბრუნება."

"პირველივე დღეს გავაანალიზე, რომ შეკრული გუნდი არ ვიყავით. თვეები გადიოდა და ეს აზრი არ მეცვლებოდა." - აცხადებს სანჩესი.

შეგახსენებთ, რომ ჩილელმა ფეხბურთელმა "ინტერს" გასულ სეზონში მიაშურა იჯარის წესით. წელს კი მილანელებმა ფეხბურთელის კონტრაქტი სრულად გამოისყიდეს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით