ბელერინისთვის ბრძოლაში "ლევერკუზენიც" ჩაერთო

6-09-2020, 20:52

როგორც ჩანს, მიმდინარე სეზონი უკანასკნელი იქნება ექტორ ბელერინის ლონდონურ კარიერაში.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, 25 წლის მარჯვენა მცველს არაერთი ევროპული გუნდი ეპატიჟება, მათ შორის კი ყველაზე მეტად გერმანული კლუბები არიან დაინტერესებული.

წყაროს ცნობით, ტრანსფერის გაჩარხვასთან ყველაზე ახლოს ლევერკუზენის "ბაიერია". გერმანელებმა "არსენალს" უკვე მიმართეს და მზად არიან კლუბის მოთხოვნილი თანხა გადაიხადონ.

შეგახსენებთ, რომ ბელერინის შეძენა ასევე ტურინის "იუვენტუსსა" და მიუნხენის "ბაიერნსაც" სურთ, თუმცა, ეს კლუბები მას სათადარიგო მოთამაშედ განიხილავენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩის შედეგი გაუქმდება?!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით