ლა ლიგის კლუბი ლაუტაროსთვის ბოლოჯერ გაიბრძოლებს

6-09-2020, 23:07

გავლენიანი სპორტული გამოცემა Goal.com-ის მირ გავრცელებული  ინფორმაციის თანახმად,  ლაუტარო მარტინესი "ბარსელონას" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და მის დათმობას მარტივად არ აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდში მოსვლის შემდეგ, რონალდ კუმანმა პირველ რიგში "ლიონიდან" მემფის დეპაის შეძენა ითხოვა და კლუბი ამასთან ახლოსაა, კატალონიელები არგენტინელ თავდამსხმელს თვალს მაინც ვერ აშორებენ.

წყაროს ცნობით, "ბალუგრანა" "ინტერს" საფინალო შემოთავაზებას უმზადებს და შეეცდება, არგენტინელი ცენტრფორვარდი თავისთან ამ ზაფხულსვე წამოიყვანოს.

თუმცა, ამის გაკეთება ადვილი ნამდვილად არ იქნება, რადგან "ინტერის" ხელმძღვანელობა ფეხბურთელის გასხვისებას არ აპირებს და მეტიც, სპორტულმა დირექტორმა ღიად აღნიშნა, რომ ლაუტაროს თაობაზე შემოთავაზებებს ამ ზაფხულს გუნდი აღარ მიიღებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით