ოფიციალურად: კოლაროვი "ინტერის" ფეხბურთელია

8-09-2020, 16:57

ვეტერანი სერბი მარცხენა მცველი, ალექსანდრ კოლაროვი კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

"ნერაძურის" ოფიციალური საიტის ცნობით, 34 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და 1+1 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მოგეხსენებათ, კოლაროვი უკანასკნელად "რომას" ღირსებას იცავდა. სამწლიანი კარიერის შემდეგ კი მან თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა კლუბი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით