"ბაიერნი" პერიშიჩს არ შეინარჩუნებს

9-09-2020, 15:44

სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველს, ივან პერიშიჩს კლუბთან იჯარის ვადა ამოეწურა და მილანის "ინტერში" დაბრუნდა.

არსებობდა საუბრები იმის შესახებ, რომ ხორვატი შესაძლოა "რეკორდმაისტერში" დარჩენილიყო, თუმცა, თუ ჰანს ფლიკს დავუჯერებთ, ეს ახლა უკვე შეუძლებელია.

"ივანის, ფილიპესა და ალვაროს სახით ჩვენ 3 უმაღლესი დონის ფეხბურთელი დავკარგეთ. ივანმა და ფილიპმა, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე, თავიანთი კლასი დაამტკიცეს, თუმცა, ახლა მათთან გამომშვიდობების დროა."

"ახლა კი დროა მათ ადგილზე ღირსეული შემცვლელები ვიპოვოთ და იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება." - აცხადებს ფლიკი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით