დე ვრეიც შესაძლოა "ბარსელონას" გზას დაადგეს

10-09-2020, 17:21

მილანის "ინტერის" ნიდერლანდელი ცენტრალური მცველი, სტეფან დე ვრეი "ბარსელონას" რადარზე გამოჩნდა, - იტყობინება Soccerlink.

მოგეხსენებათ, რომ "ნერაძურისთან" "ბლაუგრანა" ახლა არტურო ვიდალის თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

წყაროს თანახმად, სწორედ ამ მოლაპარაკებების ჟამს გაიჟღერა დე ვრეის სახელმა.

"ბარსას" ახალი თავკაცი, რონალდ კუმანი 28 წლის ფეხბურთელს უდიდეს პატივს სცემს.

ფრანგული გამოცემის მიხედვით, "შავ-ლურჯებს" უკვე შესთავაზეს არტურო ვიდალი + თანხა სტეფანის სანაცვლოდ, მაგრამ ეს წინადადება დაბლოკილ იქნა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით